logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
- +

17 სექტემბერი. 2019. 16:53

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

 

როგორც შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან გაიმართა საინტერესო და საქმიანი დისკუსია იმ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც  საქართველო ახორციელებს.

 

„ძირითადი სასაუბრო თემა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, თუ როგორც ვგეგმავთ ჩვენ ამ პროცესს, როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა ახლა. ასე, ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან და სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ნინო გოგუაძე და გურამ მაჭარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner