logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას
- +

18 სექტემბერი. 2019. 15:50

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ბრიტანეთის მთავრობის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში, რომელსაც ორგანიზებას  საერთაშორისო თანამეგობრობის ოფისი უკეთებს.

 

პროგრამა მოიცავს შეხვედრებს დისკუსიების ფორმატში, ასევე შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო ლიდერებთან, პარლამენტის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

 

ვიზიტის განმავლობაში ასევე დაგეგმილია  პირველი ვიცე-სპიკერის ორმხრივი შეხვედრები  დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებთან.

 

თამარ ჩუგოშვილი პროგრამაში ბრიტანეთის საელჩოს წარდგენით მონაწილეობს.

 

ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო ლიდერთა პროგრამა დაარსდა 2013 წელს. ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის ოფისის წამყვანი პროგრამა, რომელიც შექმნილია სამომავლოდ  ლიდერთა შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად. პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეებს გააცნოს გაერთიანებული სამეფოს პოზიტიური გამოცდილება და ამასთანავე ის გამოწვევები, რომლის წინაშე დგას ქვეყანა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner