logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გველოდება
- +

18 ოქტომბერი. 2019. 19:11

 

„2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით  ძალიან შრომატევადი და სკურპულოზური მუშაობა გველოდება. ბიუჯეტის პირველად ვერსიაზე  გვქონდა  დეტალური და სიღრმისეული განხილვა, აზრთა გაზიარება, შენიშვნებიც და რეკომენდაციებიც. ეს არის  საბიუჯეტო პროცესი და ეს არის სწორედ საპარლამენტო დემოკრატია“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე. ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით  უკან დაუბრუნდება.

 

რაც შეეხება 2020 წლის  მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად პროექტს, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა კანონპროექტში წარმოდგენილია ეკონომიკური სტაბილურობისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი. მათ შორის ბიუჯეტი მშპ-ს 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი; ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის 2,7%-ის დონეზე,   შენარჩუნების პირობებში,  კიდევ უფრო გაზრდილია თანხები სოციალური მიმართულებებით.

 

„პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები   ძირითადად დაფინანსების ზრდას უკავშირდება საქართველოს ეკონომიკის და სხავადასხვა  მიმართულებების გასაძლიერებლად, რომელიც ვფიქრობთ, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, სადაც უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდან ჯამში 100- მდე  კითხვა დაისვა. საბოლოოდ,  კომიტეტმა    მხარი დაუჭირა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც  შენიშვნებით და რეკომენდაციებით  მთავრობას უკან დაუბრუნდება.

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ქვეყანა 14 მილიარდ 212 მილიონს  დახარჯავს,  800 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე 2019 წელს. მომავალი წლიდან დაგეგმილია პენსიებისა და ხელფასების ზრდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner