logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
- +

22 ოქტომბერი. 2019. 17:48

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო.

 

ეგვიპტის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ ეგვიპტესა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე, რომელიც თბილისში 2020 წელს გაიმართება. აღინიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სახელმწიფოებს შორის არსებული ეკონომიკური პროექტების შეფასება მოხდეს, ასევე განისაზღვროს ახალი შესაძლებლობები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner