logo_geo
eng_logo
გოგა გულორდავა: ან დადასტურდება, რომ მაღალჩინოსნები ბიზნესმენს ემუქრებოდნენ, ან ხაზარაძეს მოუწევს პასუხისგება ცრუ დასმენაზე
- +

22 ოქტომბერი. 2019. 18:24

 

„მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ხაზარაძე თვეების განმავლობაში ხმამაღალი განცხადებებით ადანაშაულებდა ხელისუფლებას და ამბობდა, რომ უნდა დასრულდეს ის კაგებეშნიკური მეთოდები, როდესაც ადამიანს თავს ლაფს დაასხამ და საქმეს თაროზე შემოდებ. ახლა ვხედავთ, რომ ეს საქმე თაროზე არ შემოიდება და აუცილებლად დასრულდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგა გულორდავამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მასალების წარმოდგენის თაობაზე განაცხადა.

 

„გამოძიების შედეგად, ან დადასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ბოროტად იყენებდნენ უფლებამოსილებას და ბიზნესმენს ემუქრებოდნენ, ან გამოძიება შეასრულებს თავის ვალდებულებას და დაადგენს, რომ ეს არის ტყუილი, ცილისწამება, საქმე ცრუ დასმენის მუხლით წარიმართება და ხაზარაძეს მოუწევს პასუხისგება ცრუ დასმენაზე“, - განაცხადა გულორდავამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner