logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: კონსერვატორები საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერას არ ვაპირებთ
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:08

 

 

„ორმაგი, სამმაგი თუ ხუთმაგი პრეცედენტები და  ხედვა, როგორიც „ევროპულ საქართველოს“ გააჩნია, არის ჩემთვის მიუღებელი. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. პროცესები გაგრძელდება როგორც მიმდინარეობს და ჩვენ, კონსერვატორები არ ვაპირებთ ამ საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია  „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ გააკეთა.

 

ფრაქციის თავმჯდომარე გამოეხმაურა  ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წინადადებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

 

გიგა ბუკიას განცხადებით,  ფრაქციების უფლებაა შემოიტანოს და მოითხოვოს ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა, მისივე თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, რათა შეწყალების ინსტიტუტის მიმართ ყოფილიყო სახალხო კონსენსუსი და უკვე მიღწეულია შედეგი, რომ შეწყალება იქნება ბევრად უფრო ცივილურ ფორმებით გადაწყვეტილი. გიგა ბუკიას თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით არსებული კითხვები და საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნები პრეზიდენტების სააკაშვილისა და მარგველაშვილის პერიოდში, პრეზიდენტზე ძალადობად და შეწყალების უფლების დისკრიმინაციად აღიქმებოდა.

 

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ  მიხეილ სააკაშვილს შეწყალებული ყავს თითქმის 40 ათასი მსჯავრდებული, აქედან ასობით მკვლელი, ასობით მოძალადე მცირეწლოვნებზე. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის პრობლემა და როდესაც პრეზიდენტ მარგველაშვილის დროს ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის პრობლემა და ვითხოვდით კონსტიტუციაში და შემდეგ კანონმდებლობაში, განგვეხორციელებინა საკანონმდებლო ცვლილებები. მაშინ ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვძალადობთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე და ვახორციელებთ შეწყალების ინსტიტუტის დისკრიმინაციას.

 

როდესაც მიხეილ სააკაშვილზე განხორციელდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ მიზნობრივად განახორციელა შეწყალება იმ მკვლელებისა, რომელთა მიმართ კითხვის ნიშნები არა მარტო საქართველოში, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც კი არსებობდა, ამ ყველაფერზე მათთვის, „ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოსათვის“ ეს იყო ჩვეულებრივი, პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. დღეს, როგორც კი კითხვის ნიშნები გაჩნდა, უმრავლესობას აქვს პრინციპული პოზიცია.  პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, რათა შეწყალების ინსტიტუტის მიმართ ყოფილიყო სახალხო კონსენსუსი და უკვე მიღწეულია შედეგი, რომ შეწყალება იქნება ბევრად უფრო ცივილურ ფორმებით გადაწყვეტილი“, - განაცადა გიგა ბუკიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner