logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: მესმის, რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია ბლოკები იყოს სასარგებლო, მაგრამ...
- +

12 ნოემბერი. 2019. 17:05

 

„მესმის, რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია, ბლოკები იყოს სასარგებლო, მაგრამ ეს არ არის პარტიების განვითარებისთვის, ეს არის თანხის მითვისებისთვის თაღლითური გზებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„ბატონო მამუკა, თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ ბლოკებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმაც, ახსენეს დაფინანსებაც. ჩემი წინააღმდეგობის შესახებ ბლოკებთან დაკავშირებით არ იყო მითითებული თქვენს მიერ ჩამოთვლილ არგუმენტებში. მე მინდა წავიკითხო 10 პარტიის დასახელება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან კარგად იცით: საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“, „თავისუფლება“, „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. ეს არის 10 პარტია, რომელმაც ჯამში მიიღო 8,5 მილიონი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 40%-ია, მაშინ, როდესაც ამ პარტიებმა 0.98% აიღეს, ანუ მათი რეიტინგი არის ფაქტიურად ნული. ჩვენი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადებისგან გამოყოფილი პარტიების დასაფინანსებელი თანხის 40% აიღო პარტიებმა, რომლებსაც ჯამური რეიტინგი აქვთ 0.98%. ეს არის განწყობა იმისა, თუ რატომ ვარ ბლოკების წინააღმდეგი და არა ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ.  მე მესმის,, რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია ბლოკები იყოს სასარგებლო, მაგრამ ეს არ არის პარტიების განვითარებისთვის, ეს არის თანხის მითვისებისთვის თაღლითური გზებით, ამიტომაც ვარ ამის წინააღმდეგი და არ დაემთხვა ჩვენი არგუმენტები ერთმანეთს“, - განაცხადა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner