logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მინდა, ფინანსთა მინისტრს დავავალო, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში
- +

21 ნოემბერი. 2019. 12:07

 

„სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მან ფინანსთა მინისტრს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ყველაფერს, რაც შემოსავლების სამსახურში ხდება.

 

„მინდა, აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა. ამიტომ, მინდა, ფინანსთა მინისტრს დავავალო, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში. დღეს ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. ამიტომ, კოლეგებო, მინდა, გითხრათ, რომ შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფინანსთა სამინისტროში უწყების თანამშრომლებს 16 ნოემბერს შეხვდა. გიორგი გახარიამ შემოსავლების სამსახური გააფრთხილა და მათ პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner