logo_geo
eng_logo
გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდება
- +

21 ნოემბერი. 2019. 12:22

 

როგორ გადანაწილდება საპარლამენტო თანამდებობები, მმართველი გუნდი ამ საკითხზე კონსულტაციებს განაგრძობს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება.

 

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვამდე „ქრონიკისთვის“ კიდევ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილი განიხილება, ხოლო განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას გენადი მარგველაშვილი დაიკავებს.

 

ასევე „ქრონიკის“ ინფორმაციით“, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდება. ამ შემთხვევაში თავისუფლდება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა. ვინ დაინიშნება ამ პოსტზე, უმრავლესობის სხდომაზე გაირკვევა.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გახდება, მეორე ვიცე-სპიკერის პოსტს გიორგი კახიანი ჩაიბარებს, რომელიც მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

 

ევროინტეგრაციის კომიტეტს რომან კაკულია უხელმძღვანელებს. რომან კაკულიას ძველ თანამდებობას კი პაატა კვიჟინაძე გადაიბარებს და დარგობრივ კომიტეტს გაუძღვება, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ირაკლი ბერაია ხდება.

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცე-სპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

 

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა - ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner