logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ადგილობრივი გზები შენდება გაცილებით დიდი ინტენსივობით, ვიდრე ოდესმე სხვა დროს
- +

10 დეკემბერი. 2019. 16:10

 

 

 

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ადგილობრივი გზები შენდება გაცილებით დიდი ინტენსივობით, ვიდრე ოდესმე სხვა დროს.

 

„2019 წლის 11 თვის შედეგებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილიარდ 670 მილიონი ლარი მოახმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით მეტია. შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის შესრულების კუთხით წელს ისტორიულად ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა.

 

წელს დასრულდა 200 პროექტი, საგზაო ინფრასტრუქტურაში განხორციელდა  1 მილიარდ 200 მილიონი ლარის ინვესტირება. მაგისტრალური პროექტების სახელმწიფო ტენდერებში 55 ახალმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და დამატებით 10 000 ადამიანი იყო დასაქმებული.

 

განხორციელდა 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია.

 

რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა.

 

ბოლო 7 წლის განმავლობაში მეტი და ხარისხიანი გზა იგება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან პერიოდში იგებოდა.  იმ “ნაციონალური მოძრაობის” რომელიც დღე და ღამ გზების დაგებაზე საუბრობდა და 9 წლის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი თბილისიდან გორამდეც კი ვერ ჩაიყვანა და სულ 68 კმ გზა დააგო ცენტრალურ მაგისტრალზე, ისიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, როცა „ქართულმა ოცნების“  ხელისუფლებას ნაკლებ პერიოდში ავტომაგისტრალზე, უკვე ამაზე ორ ნახევარჯერ მეტი გზა აქვს დაგებული“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner