logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ 2 კანდიდატი წარედგინა
- +

16 იანვარი. 2020. 14:28

 

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა.

 

იურისტმა დავით კოდანაშვილმა  საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის  კანდიდატად  დარეგისტრირების განაცხადით.

 

იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭოს  საჯარო სამართლის იურიდიულმა  პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

 

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე   http://pc.gov.ge   აიტვირთება.

 

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner