logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს შეხვდა
- +

17 იანვარი. 2020. 19:02

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა, სადაც საქართველო-საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული  მიმართულებები. ირაკლი ბერაიამ ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ბოლო პერიოდში იქ მიმდინარე მოვლენები გააცნო. ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner