logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა
- +

6 ივლისი. 2020. 16:24

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

ანრი ოხანაშვილმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

„ბატონი ურსე ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ის მხარს უჭერდა საქართველოს რეფორმების გატარებაში და განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაში. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება. შესაბამისად, დღევანდელი დღე იყო უკვე შეჯამება ჩვენი ერთობლივი წარმატებული თანამშრომლობის. მე მას ვუსურვებ წარმატებას მის შემდგომ საქმიანობაში, რომელსაც ის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში განახორციელებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უკვე შემდგომი თანამშრომლობის მისი ახალი პოზიციიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ურსე თავის საქმიანობაში იქნება წარმატებული და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner