logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი : პიროვნულად მკაცრი, ცუდი დამოკიდებულება არც ერთი კონკურენტის მიმართ გამაჩნია
- +

10 აგვისტო. 2020. 15:42

 

 

„არც ერთი კონკურენტის მიმართ პიროვნულად მკაცრი, ცუდი და გაღიზიანებული დამოკიდებულება არ გამაჩნია. ყველას თავისი ნიშა აქვს, მათ შორის ზურა „გირჩი“ჯაფარიძეს“, – ამის შესახებ  დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, საკითხები, რომლებსაც თუნდაც ანა დოლიძე ან გიორგი ვაშაძე აყენებენ, რაციონალურია, მაგრამ მმართველ გუნდს აღნიშნული თემები უფრო გეგმაზომიერად და შორეულ პერსპექტივაზე გათვლით აქვს დამუშავებული.

 

„არც ერთი კონკურენტის მიმართ პიროვნულად მკაცრი, ცუდი და გაღიზიანებული დამოკიდებულება არ გამაჩნია. ყველას თავისი ნიშა აქვს, მათ შორის ზურა „გირჩი“ ჯაფარიძეს, რომელიც ცდილობს, თავისი ნიშა დაიკავოს, ახალგაზრდების მხრიდან მხარდაჭერას ელოდება და ვითარება ისე წარმომაჩინოს, თითქოს, რაღაც ძველი, არქაული შეხედულებების ადამიანი ვარ.

 

ეს არათუ არასწორია, არამედ საქმითაც დასტურდება, რომ მწვავე საკითხებზე, რომლებსაც ზურა ჯაფარიძე, ანა დოლიძე ან გიორგი ვაშაძე აყენებენ, რაციონალური საკითხებია, მაგრამ აღნიშული თემები გაცილებით უფრო გეგმაზომიერად და შორეულ პერსპექტივაზე გათვლით არის დამუშავებული ჩვენი გუნდის მიერ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მისი ასაკი საჯილდაო არ გახდება.

 

მისივე თქმით, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვის უფრო სწორი და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, ამას საზოგადოება გადაწყვეტს.

 

„არ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებში პოპულარობა ექნება იმ ადამიანებს, რომლებიც ახალგაზრდები არიან, ან ჩემი წლოვანება შეიძლება გახდეს საჯილდაო, მათთან შედარება და ა.შ. ახალგაზრდებს ვთავაზობთ პერსპექტივას, განათლებას და მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას იმ საკითხებზე, რაზეც ოპონენტები საუბრობენ. ეს რეალობაა, რამაც დესტაბილიზაცია და დაპირისპირება არ უნდა გამოიწვიოს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის, რომელსაც ამა თუ საკითხზე სხვა დამოკიდებულება აქვს.

 

ოპონენტებს არაკორექტულად არ უნდა მოექცე. ზურაბ ჯაფარიძე რამდენად მძიმეწონიანია, გამოჩნდება მის საქციელში, თუმცა ის დიდი ხანი იყო გაწევრიანებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სადაც ლიბერალიზაციაზე საუბარი არასოდეს ყოფილა. პირიქით, ახალაგაზრდებს სული ცემასა და წამებაში ამოხადეს იმ თემებთან დაკავშირებით, რასაც ზურაბ ჯაფარიძე ქადაგებს. ანა დოლიძის მიმართაც გარკვეული შენიშვნები მაქვს, მაგრამ საზოგადოება გადაწყვეტს, ვის უფრო სწორი და სახელმწიფოებრივი პოზიცია უკავია მთელ რიგ საკითხებზე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner