logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე ეფექტურ კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს
- +

10 იანვარი. 2017. 18:40



შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე ეფექტურ კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს.


საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებულია, ზოგან როგორ არის, ზოგან - როგორ, თუმცა ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენთვის მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მთავარია, რომ მოხდა პოზიციების თანხვედრა, რომ ამ სამუშაო ჯგუფმა უნდა დავაბალანსოთ, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოება", - განაცხადა ხუციშვილმა.


მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა კონკრეტული მსჯელობა იმაზე, ვის უნდა დარჩეს ე.წ. „გასაღები" და აღნიშნული საკითის განხილვა უკვე მომავალ კვირას გაგრძელდება.


რაც მთავარია, ყველა მხრიდან სამუშაო ფორმატი არის ძალიან კონსტრუქციული და იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.




საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.


 

right_banner
არქივი
right_banner