logo_geo
eng_logo
პრემიერი ბარებში ქართველი არასრულწლოვანების პროსტიტუციაში ჩართვის გამო შეშფოთებულია
- +

11 იანვარი. 2017. 12:07


 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ბარებში არსებული პროსტიტუციის ფაქტებით შეშფოთებულია, რის გამოც ის კონკრეტული ზომების მიღების ინიციატივით გამოდის.


როგორც დავაკვირდი თემის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა და აბსოლუტურად არასოწრი მიმართულებით გამოიტანეს დასკვნები. რაც შეეხება ღამის კლუბებს, რომელიც ძირითადად რესპუბლიკის მოედნის ქვეშ არის, იქ სამწუხარო რეალობაა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ ამ ბარებში, თუმცა რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა თუ ვინმემ ასე გაიგო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩემთვის სამწუხარო ამ კლუბებში ხდება ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება. სწორედ ამიტომ, არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება აღნიშნულ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც გვაქვს. ამის წინააღმდეგ ზომების გატარება დავაავლე შს სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს. მთავარი წუხილი ჩემი, არის ის, რომ ქართველი მამაკაცების ბარებში არშეშვების პრობლემა იმ კუთხით არის, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგოების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ჩემი როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფგა. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი ძალიან მალე უნდა გადაწყდეს.

 

არავითარ შემთხვევაში ემოციების აგორება არ უნდა მოხდეს, თუმცა კანონმდებლობის გათვალისწინებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ კანონის ფარგლებში. კარგად მესმის, რომ ეს ემოციური საკითხია, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან საკითხი კანონდარღვევას ეხება, რომლის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც იმ უცხოელ ინვესტორს, რომელიც აქ აკეთებს ინვესტიციას",- განაცხადაკვირიკაშვილმა.


პრემიერისთვის განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ პროსტიტუციაში არასრულწლოვანების ჩართვა ხდება.


ამის დასადასტურებლად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ აღნიშნულ ბარებში უშვებენ მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებსეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც და არ უნდა დავმალოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ამ საკითხის მოგვარება ემოციების ფონზე მოხდეს. სწორედ ამიტომ მივეცი დავალება სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მიიღონ",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner
არქივი
right_banner