logo_geo
eng_logo
ჩეხეთის ელჩმა ირაკლი კობახიძე ჩეხეთში მიიწვია
- +

12 იანვარი. 2017. 15:09



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის ელჩთან, ტომაშ პერნიცკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


შეხვედრის დასაწყისში ჩეხმა დიპლომატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩეხეთის პარლამენტის სენატის და დეპუტატთა პალატის სპიკერებისგან მილოცვის წერილები გადასცა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.


მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები მიმოიხილეს.


ტომაშ პერნიცკის განცხადებით, საქართველო ჩეხეთისთვის პრიორიტეტულ ქვეყანად მიიჩნევა, რაც გამოიხატება იმ ფინანსურ მხარდაჭერაში, რასაც ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოს მიმართ ყოველწლიურად ახორციელებს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხეთის მხარესთან საპარლამენტო კონტაქების კიდევ უფრო გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის შემდეგ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური და დინამიური გახდება.


კობახიძემ ჩეხ დიპლომატს საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება პარლამენტის ინსტიტუციურ და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე გაამახვილა.


ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ინსტიტუტებში და ორგანიზაციებში ჩეხეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მკაფიო მხარდაჭერისთვის ჩეხეთის ელჩს მადლობა გადაუხადა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტად სტუმრობის მზადყოფნა გამოთქვა.



 

right_banner
არქივი
right_banner