logo_geo
eng_logo
გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ლიდერობის ღირსი!
- +

12 იანვარი. 2017. 15:15



„პარტიაში ძალიან მძიმე სურათი დამხვდა. მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ პარტია გადარჩენილიყო", - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი უგულავამ პარტიიდან გასვლის შესახებ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


უგულავამ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ იგი დღეს ლიდერობის ღირსი აღარ არის.

 

„ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა, თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. მათი ნაწილი დღეს ციხეში იმყოფება.

 

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ლიდერობის ღირსი. ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 


პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა. 


უფრო კონკრეტულად, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.



 

right_banner
არქივი
right_banner