logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: განხილვის პროცესში საუბარი არ იყო პრეზიდენტის არც სტატუსის და არც უფლებამოსილების შეზღუდვაზე
- +

16 თებერვალი. 2017. 22:45



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი თავის გადასინჯვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, განხილვის პროცესში საუბარი არ იყო პრეზიდენტის არც სტატუსის და არც უფლებამოსილების შეზღუდვაზე.


„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი თავი. განხილვის პროცესში საუბარი არ იყო არც სტატუსის და არც უფლებამოსილების შეზღუდვაზე. საუბარი მიდიოდა თითოეულ ნორმაზე და მათ შესაძლო გადასინჯვაზე. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, არის კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს არის მუშაობის ამოსავალი წერტილი და აქ არ არის საუბარი რაიმე შეკვეცაზე ან გაფართოებაზე. აღნიშნულ თავს დაზუსტებები აუცილებლად სჭირდება და ამ კუთხით მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ასევე არ განიხილება არც ვეტოს დადების ჩამორთმევის საკითხი, არც უშიშროების საბჭოს გაუქმება. საუბარია მხოლოდ იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შეეხოს ამა თუ იმ მუხლს და ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და მისი თითოეული წევრის მიდგომა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner