logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა
- +

19 მაისი. 2017. 21:11


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩთან.


კოლეგებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტებს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა სქართველოს შთამბეჭდავ ნაბიჯებს რეფორმების, დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.


მინისტრებმა ისაუბრეს  მიმდინარე წლის ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო განვითარებებს.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner