logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილმა ფონდის NIPPON თავმჯდომარე იოჰეი სასაკავასთან სასტიპენდიო მხარდაჭერის პროგრამა განიხილა
- +

23 ოქტომბერი. 2017. 20:21

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი, უმსხვილესი იაპონური ფონდის NIPPON თავმჯდომარე იოჰეი სასაკავა მიიღო, რომელმაც საქართველოში პროგრამის სტიპენდიანტთა რეგიონულ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა.


როგორც შეხვედრისას აღინიშნა, აუცილებელია, საქართველოსა და იაპონიას შორის კავშირების უფრო მეტად გაღრმავება, რასაც ერთი მხრივ საქართველოში იაპონიის ელჩი, ხოლო მეორე მხრივ NIPPON ფონდი შეუწყობს ხელს. იოჰეი სასაკავამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით კვლავ ესტუმრება იაპონიას.


საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას ბევრი საერთო აქვს და კავშირების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.


ფონდის NIPPON ერთერთ მიმართულებას სასტიპენდიო პროგრამები წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებმა უკვე ისარგებლა პროგრამის დაფინანსებით და საზღვაო სფეროს წამყვან სასწავლებლებსა და დაწესებულებებში განაგრძო სწავლა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იოჰეი სასაკავას საზღვაო სფეროთი დაინტერესებული ქართველი სტუდენტების დაფინანსებისა და მხარდაჭერისათვის.


იოჰეი სასაკავამ ყურადღება გაამახვილა 2020 წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ფარგლებში დაგეგმილ პარაოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც მისი ფონდი დააფინანსებს და საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ათლეტების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდის პრეზიდენტს პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველების ჩართულობის სურვილისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრები მართლაც გამოირჩევა ძლიერი სულისკვეთებით და ამ  ოლიმპიადაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner