logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეკრებას არ გამორიცხავს
- +

12 იანვარი. 2018. 18:11

 


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის ჯგუფის მექანიზმი აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული ასეთ საკითხებზე.


„ნდობის ჯგუფის შეხვედრა უკვე შედგა, როდესაც საქმე ეხებოდა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პანკისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, ეს მექანიზმი აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა კობახიძემ.


ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები სუსტია და საკანონმდებლო ორგანო მუშაობს იმისთვის, რომ ეს ფუნქციები უფრო ეფექტიანი გახდეს.


„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საზედამხედველო ფუნქციების მიმართულებით, პარლამენტის რესურსები ტრადიციულად საკმაოდ სუსტია და ჩვენ გვჭირდება, ჩვენი რესურსების განვითარება იმისთვის, რომ უკეთ განვახორციელოთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 3 წლის თავზე, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტი დაასრულებს მუშაობას, შედეგად მივიღებთ თვისობრივად განსხვავებულ ინსტიტუციას, პარლამენტის სახით, რომელსაც ექნება ბევრად უფრო განვითარებული რესურსები, განსაკუთრებით ზედამხედველობის სფეროში", - განაცხადა კობახიძემ.











 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner