logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ერეკლე მეორე იყო მეფე, რომელსაც მოუწია საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება
- +

16 მაისი. 2018. 17:52

 

„დღევანდელი დღე, ყველაზე მეტად ალბათ არის ერეკლე მეფისთვის პატივის მიგების კიდევ ერთი დღე“, - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, ბატონის მუზეუმის გახსნაზე გააკეთა, რომლის მშენებლობაც რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

 

იგი გახლდათ მეფე, რომლის მთელი ცხოვრებაც იყო არჩევანი - 15 წლის ასაკიდან მოყოლებული, როდესაც მან გაუძლო უდიდეს ზეწოლას ნადირ შაჰის მხრიდან და მიუხედავად ამ ზეწოლისა, მეფე თეიმურაზის შემდეგ იყო მეორე მეფე, ბევრი თაობის მეფეების შემდეგ, რომელიც ქრისტიან, მირონცხებულ მეფედ მოევლინა საქართველოს. იგი იყო უდიდესი მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება თუ ყველაზე რთული არა, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება. იგი იყო მეფე, რომელმაც გააკეთა ურთულესი არჩევანი ქრისტიანობის სასარგებლოდ, რომელმაც ყველაზე კარგად უწყოდა, რომ საქართველოს, ქართველი კაცის სულიერი ბუნების დედაბოძი იყო ქრისტიანობა და როგორც კი ეს დედაბოძი დაინგრეოდა, საქართველოს იდენტობა გაქრებოდა დედამიწის ზურგიდან. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ამ უდიდეს მეფეს და ჩვენთვის ათმაგად სასიხარულოა ამ ახალი, ულამაზესი მუზეუმის გახსნა, აქ, ბატონის სასახლეში“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner