logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინი: მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას
- +

18 მაისი. 2018. 12:10

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას.

 

„თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა ამას სათანადო მომზადება სჭირდება“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

 

შეგახსენებთ, საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ „ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში“.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner