logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ
- +

19 ივნისი. 2018. 18:50

 

„ეკონომიკური რეფორმების სია თქვენ გაქვთ პროგრამაში, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ თითოეული მათგანი არის ძალიან პრინციპული და ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოში განვავითაროთ მეწარმეობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

 

„ამის მაგალითად მე შემიძლია მოვიყვანო ის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული ქარხნებისა და აქტივების და მათი საქმიანობის გათავისუფლებას დღგ- გადასახადისაგან. სწორედ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აღმოჩნდა ისე, რომ საქართველო გახდა იმპორტზე ასე ტოტალურად დამოკიდებული ქვეყანა. დღეს საქართველოში, ფარმაციის დარგში, იმპორტირებული საქონელი და იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან, მაშინ როდესაც ადგილობრივი წარმოებები იხდიან დღგ- და თან ამ დღგ- მერე ვეღარ ითვლიან. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ, რომ ფარმაცევტული პროდუქცია წარმოადგენს ჩვენი იმპორტის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფს.

ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ მე ვარ თავისუფალი ვაჭრობის ძალიან დიდი მხარდამჭერი. თავისუფალი ვაჭრობა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ უსამართლო თამაშის წესებზე ჩვენს ეკონომიკურ მოდელში. ბუნებრივია, ჩვენ ეს შეიძლება მივიღეთ მემკვიდრეობით, მაგრამ საჭიროა, რომ განახლებული სამართლიანი წესები დავამკვიდროთ, რაც შეიძლება დროულად“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner