logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მინისტრობის ახალ კანდიდატებს მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ
- +

12 ივლისი. 2018. 13:33

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სამთავრობო ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, ამ საქმიან პოლიტიკას უპასუხოს ასევე საქმიანი პოლიტიკით“.

 

„ამ ადამიანებს აქვთ საქმიანი გამოცდილება, წარმატებული კარიერა გამოვლილი და შესაბამისად, მათ არ გაუჭირდებათ ამოცანების შესრულება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი სახე იქნება: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner