logo_geo
eng_logo
ირინა ფრუიძე: საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ღია მმართველობაში
- +

17 ივლისი. 2018. 12:14

 

„საპარლამენტო კონფერენციით დღეს იწყება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტი, რომელსაც საქართველოს მასპინძლობს როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველოს ღია მმართველობაში ძალიან ბევრი მიღწევა აქვს და ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძემ საერთაშორისო კონფერენციის - „ღია პარლამენტი“ დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისი თქმით, დღევანდელი დღე დაეთმობა დისკუსიებს პარლამენტის ღიაობაზე, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე და მოქალაქეების ჩართულობაზე საპარლამენტო პროცესებში.

 

„ჩვენს პარტნიორებს და კოლეგებს გავუზიარებთ ჩვენ გამოცდილებას, ასევე გავეცნობით მათ გამოცდილებას. დისკუსიების ერთ-ერთი თემა იქნება ღია მმართველობის მიმართულებით ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება. ვისაუბრებთ, ასევე იმ მეთოდებზე, თუ როგორ უნდა გახდეს პარლამენტი უფრო ღია და როგორ უნდა შეეწყოს ხელი საზოგადოების ფართო ჩართულობას საპარლამენტო პროცესებში“, - აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner