logo_geo
eng_logo
უეს მიტჩელი: დღეს აშშ-ის კავშირი საქართველოსთან იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე იყო
- +

12 სექტემბერი. 2018. 17:59

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის უეს მიტჩელის განცხადებით, დღეს აშშ-ის კავშირი საქართველოსთან იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე იყო.

 

„უმთავრესი არის უსაფრთხოების სფერო. ყურადღებას გავამახვილებდი ჩვენი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე, გადავცეთ ჯაველინები საქართველოს. ამავე დროს მნიშვნელოვანია, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა. ეს პროგრამა ეხმარება ქართველ ჯარისკაცებს ტერიტორიის დაცვა უკეთ შეძლონ. საქართველო რჩება ძლიერ პარტნიორად ავღანეთის მისიაში. თუ ვინმემ არ იცით გეტყვით, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, რადგან ბოლო წლებში აშშ-ის მეთაურობით წარმოებულ მისიებში 16000 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობდა. სამხედრო წვრთნებს, რომელსაც ერთობლივად ვატარებთ. ეს არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა უეს მიტჩელმა.

 

მისივე თქმით, საქართველო NATO-ში ერთ ღამეში ვერ მოხვდება, მაგრამ რაც კეთდება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია.

 

„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველო NATO-ში და ეს დავაფიქსირეთ ბრიუსელში გამართულ ბოლო სამიტზეც. NATO-საქართველოს საბჭოს ბოლოს ძლიერი დეკლარაცია მივიღეთ, რასაც დავეყრდნობით. რაც შეეხება რეფორმებს, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს, როგორ შევა ახალი კონსტიტუცია ძალაში წლის ბოლოს და ასევე საპრეზიდენტო არჩევნებსაც. ასევე, შთამბეჭდავი იყო საქართველოს ბრძოლა კორუფციასთან, განათლების რეფორმა და საპენსიო რეფორმა. ურთიერთობა არის ძლიერი. ყველა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საქართველოსთვის არის პუტინთან გამკლავება. პუტინს აქვს აკვიატებული იდეა, რომ რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში დასავლური დემოკრატია ჩავარდება. საქართველოს წარმატება და ის, რომ საქართველო არის დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი და სანდო სატრანზიტო ქვეყანა, ეს ყველაფერი პუტინის ამ იდეას აქარწყლებს”, – განაცხადა მიტჩელმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner