logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, რასმუს ვანდალს შეხვდა
- +

18 სექტემბერი. 2018. 20:47

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წამყვან მკვლევარს, რასმუს ვანდალს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს პროკურატურის სისტემის რეფორმაზე და რეფორმის მიზნებზე, ასევე პროკურატურის სისტემის მოწყობის თაობაზე არსებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე.

 

„საკონსტიტუციო ცვლილებებით პროკურატურა, პირველად საქართველოს ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ გვჭირდება ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე უნდა მიიღოს პარლამენტმა იმისათვის, რომ პროკურატურა მომზადებული დახვდეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“ , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტი მუშაობს სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, მათ შორის, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებთან ერთად პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე და პარლამენტის რეგლამენტის იმ ნაწილზე, რომელიც პროკურორის მიერ ანგარიშის წარმოდგენას, განხილვას და პროცედურებს ეხება.

 

„ბევრი შეხვედრა და ბევრი სამუშაო ფორმატი იყო. ბევრს ვსაუბრობთ იმიტომ, რომ არ არის მარტივი საკითხები. მალევე უნდა მოხდეს ცვლილებების ინიცირება, რის შემდეგაც გაგრძელდება დისკუსია, ეს ეხება: პროკურატურის დამოუკიდებლობას, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საპროკურორო საბჭოს, პროკურორების დამოუკიდებლობისთვის გარანტიებს, პარლამენტთან ანგარიშვალდებულებას და ანგარიშის წარმოდგენის სპეციალურ პროცედურებს“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner