logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: კონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ
- +

18 სექტემბერი. 2018. 20:49

 

„კონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, რომ პროკურატურა იყოს სრულიად დამოუკიდებელი", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

„ახლა გვაქვს მოცემულობა, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, რომ პროკურატურა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. პროკურატურა არ იქნება ხელისუფლების არც ერთი შტოს ნაწილი, ის იქნება სრულიად დამოუკიდებელი, სრულიად დისტანცირებული როგორც აღმასრულებელი ასევე, სასამართლო ხელისუფლებისგან“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC)“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „პროკურატურის რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებების შუქზე“.

 

მისივე განმარტებით, განხორცილებული ინსტიტუციური ცვლილებით პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალი იქნებაპოლიტიკური გავლენისგან.

 

ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურის შესახებ კანონში და ასევე, პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების დასულებამდე უნდა შევიდეს.

 

პარლმენტის რეგლამენტის ცვლილებებით გაწერილი იქნება პროკურატურის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხოლო პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში - საპროკურორო საბჭოს საქმიანობა, არჩევის წესი და შემადგენლობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება, რის შემდეგაც დაიწყება მათზე ღიადისკუსია.

 

ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.

 

 

„თქვენი ძალისხმევა და აქტიური მონაწილეობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, დამხმარე და ხელშემწყობი ფაქტორია გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ და გავაანალიზოთ განსხვავებული მოსაზრებები დახედვები“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

კონფერენციაზე მსჯელობა გაიმართა პროკურატურის რეფორმის მიზნებსა და გამოწვევებზე, კერძოდ: პროკურატურის სისტემის მართვაზე დაკოლეგიური ორგანოს როლზე; მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნაზე და პროკურატურის ანგარიშვალდებულების საკითხზე.

 

 

ძირითად საერთაშორისო სტანდარტებზე და სხვა ქვეყნების გამოცდილებებზე ისაუბრა დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მამრჩეველმა რასმუს ვანდალმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner