logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-სთან, ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალზე ხაზის გასმა
- +

22 სექტემბერი. 2018. 22:40

 

 

„შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-სთან, ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალზე ხაზის გასმა, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯიც“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიდი ოთხეულის წარმომადგენელმა კომპანიამ დაასრულა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისა საქართველოსა და აშშ-ს შორის და ეკონომიკური ციფრებიც ძალიან იმედის მომცემია.

 

„აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი: პირველი - ეკონომიკური განზომილების - რომ მართლაც, ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ უკუგებას მოუტანს ორივე ქვეყანას და რა თქმა უნდა, ამავე დროს არის ძალიან პოლიტიკური შემადგენელიც. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტრატეგია, რომ საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური ჰაბი მთელი რეგიონისთვის. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც სწორედ ასეთი ხედვა აქვთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკითხი არის პრინციპული და საქართველოს აქვს მხარდაჭერა ყველა დონეზე.         

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner