logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: გერმანია ჩვენი ძლიერი პარტნიორი ქვეყანაა
- +

18 ოქტომბერი. 2018. 13:10

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, გერმანია წლების მანძილზე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური კუთხით, რაც მისივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

 

„გერმანია ჩვენი ძლიერი პარტნიორი ქვეყანაა. ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის არსებული ძალიან კარგი ურთიერთობები ახალი ელჩის დანიშვნით კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენს კომიტეტს თანამშრომლობის სამაგალითო პრაქტიკა ჩამოუყალიბდა გერმანულ ფონდებთან. შედეგად გვაქვს არაერთი მსხვილი პროექტები, რომელიც ერთად განვახორციელეთ. მაგალითად, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად  სოციალური მუშაკის შესახებ კანონზე ვიმუშავეთ, ასევე, ნაძალადევის მე-17 ოლქში გვქონდა  სიღარიბის კვლევის პროექტი. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად წელს გავმართეთ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა მეცნიერების როლს გაეროს 2030  წლის დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში“, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner