logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი თბილისის მოსახლეობას შეხვდა
- +

20 ოქტომბერი. 2018. 20:21

 

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში შეხვედრები გამართა. სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის, კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბის ამომრჩეველს სამომავლო ხედვები გააცნო.

 

„ხვალ მაქვს კიდევ ერთი სასიამოვნო დღე, თბილისის უბნებს შემოვივლით და ეს იქნება ამ კამპანიის დასასრული, მაგრამ ამ კვირას კიდევ მექნება თემატური შეხვედრები ექიმებთან, სხვადასხვა უმცირესობებთან და ა.შ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი შევძელით და მართლაც, ყველანაირი შეხვედრა, ყოველთვის არის ძალიან დიდი ენერგიის მომცემი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიდუბეში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner