logo_geo
eng_logo
როგორ გახდა რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
- +

22 ოქტომბერი. 2018. 18:58

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სწრაფი კარიერული წინსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „რუსეთის დამსახურებულმა არტისტმა“ ნინო ანანიაშვილმა  2006 წელს მიხეილ სააკაშვილის შვილი მონათლა. ამის შესახებ წერს „პრაიმტაიმი“ სტატიაში სათაურით - „ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი და ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი - ტაბუდადებული თემები და კითხვები პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფიიდან“.

 

„აგვისტოს ომს რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე შეხვდა (2008 წლის თებერვლიდან). თუმცა, „ნეტ ხუდა ბეზ დობრა“ და ომის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში ვაშაძე დაინიშნა ჯერ საქართველოს კულტურის მინისტრად, ხოლო 1 თვეში სააკაშვილმა მას საგარეო უწყება ჩააბარა.

 

„ოცნება ასრულდა, რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთისგან ოკუპირებული ქვეყნის პირველი დიპლომატი. „მე რუსეთის მოქალაქე ვარ და არა რუსეთის მთავრობის მოქალაქე, მთავრობა წავა და რუსეთი დარჩებაო“, ასეთი არგუმენტით ისტუმრებდა რუს-ქართველი დიპლომატი ჟურნალისტებს, მანამ, სანამ 1 წლის შემდეგ, 2009 წლის შემოდგომაზე, რუსეთის დუმის წევრმა ბაგდასაროვმა არ დასვა საკითხი - რატომ აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის პასპორტიო.

 

შესაძლოა, ბაგდასაროვმა არ იცოდა, რომ ვაშაძეს მისგან განსხვავებით დაშვება ჰქონდა საბჭოთა ბირთვულ შეიარაღებაზე და შესაბამისად, მას ისედაც კარგად იცნობდნენ კრემლში. პუტინის პარტია „ედინაია როსიამ“ წაუყრუა და არ დაუჭირა მხარი ბაგდასაროვის პრეტენზიას, თუმცა რამდენიმე დღეში ვაშაძემ  მაინც გაუგზავნა რუსეთის პასპორტი რუსეთის პრეზიდენტს. უცნაურია, რატომ არ იყო საკმარისი ვაშაძისთვის ქართველი საზოგადოების უკმაყოფილება მისი რუსული პასპორტით და რატომ გახდა საკმარისი რუსეთის დუმა. თუმცა, პასპორტის დათმობის მუხედავად ვაშაძე არ მალავდა, რომ ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსნებთან“, - ნათქვამია „პრაიმტაიმის“ სტატიაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner