logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ავღანეთში წავალ, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან
- +

8 ნოემბერი. 2018. 18:01

 

 

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველს, რასაც გააკეთებს, ავღანეთში ჩასვლა იქნება.

 

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქარელის რაიონის სოფელ ატოცში განაცხადა, სადაც გენერლებთან ერთად იმყოფებოდა.

 

„მე დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აჰყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner