logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: მამუკა ბახტაძემ, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე შემოიტანა ინიციატივები ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით
- +

18 ნოემბერი. 2018. 23:36

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე შემოიტანა ინიციატივები ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით.

 

ცქიტიშვილის თქმით, ხვალ უნდა ველოდოთ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს, როდესაც ის დააანონსებს უკვე კონკრეტულ პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით.

 

„ძალიან კარგია, რომ ბატონი გრიგოლი დაინტერესდა ამ პრობლემით, მაგრამ ბატონმა მამუკა ბახტაძემ, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე, შემოიტანა ინიციატივები ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით.

 

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხვალ ჩვენ უნდა ველოდოთ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს, როდესაც ის დააანონსებს უკვე კონკრეტულ პროგრამას, რომელიც იქნება მიმართული ჭარბვალიანობასთან და დაგროვილი სესხების გადაწყვეტის საკითხზე. ასე რომ, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×