logo_geo
eng_logo
სოფო ქაცარავა: მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი კარგად ინფორმირებულია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ
- +

19 ნოემბერი. 2018. 10:46

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას განცხადებით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე გამკლავებისა და მათ შორის საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

 

„კანადაში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის საპასუხო ქმედებების შესახებ.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული ომი, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მიმართულია დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისაკენ. ასამბლეა ალიანსის წევრ ქვეყნებს ასპირანტ ქვეყნებთან კოორდინირებული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი კარგად ინფორმირებულია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და გამოხატავს მზადყოფნას მათთან ერთობლივი ძალისხმევით გასამკლავებლად“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner