logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, ინაუგურაციას ქალი პრეზიდენტები დაესწრებიან
- +

6 დეკემბერი. 2018. 20:47

 

 

„მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, მეტი აქტიურობა უნდა იყოს ქალებისგან და ქალებთან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, რა პროპორციით იქნებიან ქალები საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, დამოკიდებულია, რამდენი სტუმარი შეძლებს ინაუგურაციაზე ჩამოსვლას.

 

კითხვაზე ისურვებდა თუ არა ქალ პრეზიდენტებს ინაუგურაციაზე, სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ინაუგურაციას ქალი პრეზიდენტები დაესწრებიან.

 

რაც შეეხება კითხვას, რა მოთხოვნები აქვს ინაუგურაციის ცერემონიალთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ჯერ კონკრეტულად ვერ ისაუბრებს, რადგან ღონისძიების მონახაზი არ უნახავს.

 

„ჯერ არ მინახავს მონახაზი, რა იქნება. ჩემი მოთხოვნა არის სიდინჯე, სისადავე და ევროპულობა. ის, რაც ქმნის ასეთ ღონისძიებას და ასევე იტოვებს ქართულ ფორმას და ევროპულობას. ეს არის ზოგადი მოთხოვნა. ვიცი, რომ იყო საუბარი ჰიმნზე, მრავალჟამიერზე. ხალიჩა წითელი იქნება, ყოველ შემთხვევაში. არ ვიცი, ყვავილები იქნება თუ არა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×