logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს
- +

16 იანვარი. 2019. 16:54

 

 

„დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც მოსამართლე შეიძლება პოზიციას აფიქსირებდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

„მინდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩევის სახით ვუთხრა, რომ ასეთი განცხადებები მათ დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს და მათ სახეს ძალიან ცუდად წარმოაჩენს. კარგად დაფიქრდნენ, ეს განცხადებები მათ ეხმარებათ თუ პირიქით – ხელს უშლის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან უშლის ხელს და დამატებით ზიანს აყენებს იუსტიციის საბჭოს. ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას“, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი იმ განცხადებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების მხრიდან გაკეთდა უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით.

 

მისივე განცხადებით, ეკა ბესელია და სხვა პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან სასამართლო სისტემას, რაც სამარცხვინო ფაქტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×