logo_geo
eng_logo
„მოსამართლეების შესახებ ცხრა დეპუტატების ინიციატივაზე კითხვები რომ არ გაჩენილიყო, დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დავუჭირეთ“
- +

18 თებერვალი. 2019. 18:12

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ზედმეტი კითხვები რომ არ გაჩენილიყო, დაჩქარებული წესით მის განხილვას მხარი დაუჭირეს.

 

„სჯობს, ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს და ვიღაცამ სპეკულაციურად არ გაიგოს, რომ დაჩქარებაზე მხარის არდაჭერაც კი, რაღაცის ინდიკატორია. ზედმეტი კითხვები არ გავაჩინეთ და დაჩქარებულ წესს მხარი დავუჭირე. კანონპროექტის ავტორები რამდენად უპასუხებენ კონსტიტუციურობისა და მიზანშეწონილობის შესახებ კითხვებს, ამაზე მსჯელობა გვექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner