logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: თუ უმრავლესობა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების პრინციპს ეთანხმება, კონსტიტუციასთან შესაბამისობა საბაბია
- +

20 თებერვალი. 2019. 13:36

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ მის მიერ ინიცირებულ იდეას მხარი შეხვედრაზე ყველა წევრმა დაუჭირა და თუ ამჟამად ფორმულირებაშია პრობლემა, კანონპროექტის ფორმულირების შეცვლა შესაძლებელია.

 

„რამდენიმე უზუსტობაა განცხადებაში. პირველი - არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე საკითხი, მათ შორის ბოლო სხდომაზე, რომ უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდნენ თუ არა მხარს. იდეას დაეთანხმა ყველა. არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს - ან ვერ თქვეს. არავის უთქვამს, რომ ეს იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს არ ყოფილა შეუთანხმებელი.

 

რაც შეეხება ფორმულირებას, ამის თაობაზე განხილვა ამ დრომდე არც ფრაქციას, არც უმრავლესობას და არც კომიტეტს არ ჩაუნიშნავს. ფორმულირების შეცვლა ან დამატება ახლაც შესაძლებელია პირველ მოსმენამდე. თუ პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა, ფორმულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, საბაბია.

 

რაც შეეხება არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, არ არის სწორი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა შევამციროთ. არ ვამბობთ ასევე, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა და 3 წლით გამწესება შეუძლებელია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner