logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ ვართ მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ...
- +

20 მარტი. 2019. 18:37

 

„ჩვენ ვართ მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე თანხას ჩარიცხავს  იმ დაზარალებულებისათვის, რომლებიც მასიური დარღვევის მსხვერპლნი გახდნენ“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კითხვას, თუ რა ეტაპზეა სტრასბურგში  ქართული მხარის მიერ მოგებული საქმის აღსრულება.

 

„მე ვარ მხარე, მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე ამ თანხას ჩარიცხავს არა ჩვენი ბიუჯეტისთვის, არამედ იმ დაზარალებული ინდივიდებისთვის, რომლებიც რეალურად იყვნენ რეალურად მასიური დარღვევების მსხვერპლნი თუ ეს არ მოხდება ჩვენ უკვე გვაქვს კონტაქტი მინისტრთა კომიტეტთან, იქ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური რესურსის მობილიზება გავაკეთოთ და რუსეთს შევასრულებინოთ ამ ნაწილში ჩვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×