logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: თვითმმართველობა ხელისუფლების ის რგოლია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოქალაქეებთან
- +

26 მარტი. 2019. 13:15

 

„თვითმმართველობა ხელისუფლების ის რგოლია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოქალაქეებთან და ყველაზე უკეთ გრძნობს ხალხის საჭიროებებს“, - ასე გამოეხმაურა რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მუშაობის დაწყებას.

 

„დღეს ვდგავართ მნიშვნელოვანი ფაქტის წინაშე , რომ ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში შევაჯეროთ  ჩვენი მიდგომები და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს თვითმმართველობებს მეტ უფლებებს, ფინანსურ თუ მატერიალურ რესურსებს და საერთო ჯამში კი მეტ შესაძლებლობებს მოუტანს. უფლებრივად მაღალი დონის თვითმმართველობა განვითარებული,  ძლიერი ქვეყნის რეალური  ფუნდამენტია და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საპარლამენტო განხილვის დასაწყისით ახალ, მნიშვნელოვან და ძალზედ საპასუხისმგებლო ეტაპს ვიწყებთ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით შეიქმნა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner