logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელ: ევროკავშირს სურს რაც შეიძლება ძლიერი უკრაინა და საქართველო
- +

15 აპრილი. 2019. 15:48

 

„ევროკავშირს სურს რაც შეიძლება ძლიერი უკრაინა და საქართველო“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

 

ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე. სააკაშვილმა 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ - დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

 

„კონტექსტის, გარემოებებისა და მიზნების არცოდნის პირობებში, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილმა ეს შენიშვნა გააკეთა, არ მინდა, პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ, ცხადი რომ გავხადოთ ამ ამბის ძირითადი ხაზი, ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ ევროკავშირს სურს ისეთი ძლიერი უკრაინა და ისეთი ძლიერი საქართველო, როგორც ეს შესაძლებელია. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ ჩემს ყოველდღიურ მუშაობაში, ძირითად სულისკვეთებაში ბრიუსელში“,- განაცხადა კალრ ჰარცელმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×