logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალებისა“ თუ „ევროსაქების“ პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს
- +

15 აპრილი. 2019. 17:23

 

„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პრაქტიკულად, პოლიტიკურ პარტიად არის ქცეული და „ნაციონალებთან“ თუ „ევროსაქებთან“ ერთად მათი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ღარიბაშვილმა არასამთავრობოებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ქვეყანაში ქაოსის შემქმნელები უწოდა.

 

წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში მრავლად არიან ისეთი ჯანსაღი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შორს არიან პოლიტიკისგან, ნამდვილად სამოქალაქო აქტივობით არიან დაკავებულები და სწორედ მათგან მოდის სწორი რჩევები.

 

„ალბათ, ბატონი ღარიბაშვილი გულისხმობდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ოდენობას, რომლებზეც მეც ბევრს ვსაუბრობ ხოლმე. მას შემიძლია მხოლოდ დავეთანხმო, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პრაქტიკულად, პოლიტიკურ პარტიად არის ქცეული და „ნაციონალებთან“ თუ „ევროსაქებთან“ ერთად მათი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს.

 

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა. ასეთები მრავლად არიან ჩვენს ქვეყანაში, მთავარია, რომ ჩვენ ისინი უკეთესად დავინახოთ. მათ შორის მეც ამას ვცდილობ და მათთან ერთად ბევრს ვმუშაობ ხოლმე, იქნება ეს პენიტენციურ სისტემაში, თუ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში, რადგანაც სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოდის სწორი რჩევები, რომლებიც შორს არიან პოლიტიკისგან და ნამდვილად სამოქალაქო აქტივობით არიან დაკავებულები, რასაც ამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე ვერ ვიტყვით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×