logo_geo
eng_logo
თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს
- +

16 ივლისი. 2019. 13:27

 

თბილისის მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით,  პროგრამის ფარგლებში, სოციალური მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული სპორტული კლუბები და ფედერაციები დაფინანსებას მიიღებენ.

 

„სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის. თბილისის მერია უკვე მეორედ ახორციელებს სპორტის  მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც გულისხმობს  სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში  სპორტსმენების ეკიპირებით  უზრუნველყოფას. ამ ადამიანებს სჭირდებათ  მუდმივი  მხარდაჭერა ჩვენგან და დედაქალაქის მერიაც მზად არის,   მათ მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი.   თბილისის მერია  შარშანაც ძალიან აქტიურად ახორციელებდა სპორტულ პროექტებს და მხარს უჭერდა სპორტსმენებს.  ეს მიდგომა გრძელდება და ასე იქნება მომდევნო წლების განმავლობაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner