logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: თბილისის მერი და მისი ჯგუფი სამაგალითოა მთლიანად საჯარო სამსახურის, სახელმწიფოსი და ჩვენი ხელისუფლებისთვის
- +

11 სექტემბერი. 2019. 14:46

 

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის შეფასებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის პრობლემის მოგვარებასთან  დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნამდვილად  დიდი  და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.

 

მისი თქმით,  თავის დროზე აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მხარდაჭერისათვის პარლამენტმა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებსაც კი დაუჭირა მხარი და სასიხარულოა, რომ ეს საქმე დღეს კონკრეტული შედეგით დაგვირგვინდა და უკვე ახლო მომავალში 2500-მდე ოჯახს ექნება საშუალება, ახალსახლობა იზეიმოს იმ პირობებში, როდესაც ეს იმედი მათ პრაქტიკულად გადაწურული ჰქონდათ.

 

„ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი მთელ ამ პროცესში არის  ერთი რამ, რომ არსებობენ სახელმწიფო მოხელეები, საკმაოდ გამოცდილი, მაგრამ დახელოვნებული იმაში, რომ არგუმენტირებულად დაასაბუთონ, რატომ არ აგვარებენ ამა თუ იმ პრობლემას, რომელიც უბრალო მოქალაქეებს თუ ბიზნესს აწუხებს. მაგრამ ამავე დროს  არსებობენ, სამწუხაროდ, მცირე ჯგუფი, მაგრამ მართლაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისა - ხალხის მსახურების, რომელთაც მთელი აზროვნება, მთელი ძალისხმევა მიმართული აქვთ იმაზე, რომ მოძებნონ გზები პრობლემების მოსაგვარებლად  და არა იმაზე - დაასაბუთონ, რატომ არ აგვარებენ. ასეთ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება კახი კალაძე და მისი გუნდი და ძალიან მიხარია, რომ ეს არის ნათელი დემონსტრაცია და სამაგალითო მთლიანად საჯარო სამსახურის, სახელმწიფოსი და ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორ უნდა მოვაგვაროთ ადამიანის პრობლემები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner