logo_geo
eng_logo
დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში მონაწილეობს
- +

16 სექტემბერი. 2019. 01:28

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე თეთრიწყაროში გამართულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე იმყოფებოდა, რომელშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობს.

 

ფორუმის მიზანია ქვეყნის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, რომლის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.

 

ფორუმში 7 მუნიციპალიტეტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობდა. ადგილზე მოწყობილი იყო საგანმანათლებლო და საბავშვო სივრცეები.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს სივრცეში მოეწყო ალგეთის ეროვნული პარკის ფოტო-გამოფენა. ჩატარდა ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება და ვიქტორინა. სტენდთან მისულ დამთვალიერებელს კი საშუალება ჰქონდა საქართველოს 6 დაცულ ტერიტორიაზე, ვირტუალური რეალობის საშუალებით ემოგზაურა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner