logo_geo
eng_logo
„E-SPACE“ გარემოს დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაჯილდოვდა
- +

20 სექტემბერი. 2019. 15:36

 

ჯილდოს გადაცემის მცირე ცერემონია გაიმართება 24 სექტემბერს, საღამოს 5 საათზე „E-SPACE“  შოურუმში (პირველი რესპუბლიკის მოედანი #6 ).

 

„E-SPACE“-ის წარმომადგენლებს ჯილდოს გადასცემენ:  გეორგ კარაბაჯეკი - ავსტრიის კომერციული ატაშე საქართველოსა და თურქეთში.

 

იოჰანეს ფელნერი - ავსტრიის კომერციული ატაშის მოადგილე საქართველოსა და თურქეთში.

 

ანა ლატარია - „Advantage Austria“ ოფისის ხელმძღვანელი.

 

ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დაესწრებიან „E-Space“-ის კომპანიის დამფუძნებლები და მენეჯმენტი, ონლაინ მედიის წარმომადგენლები და ტელევიზია.

 

„E-SPACE“  პირველი ქართული კომპანიაა, რომლის მიზანია ელექტრო მანქანების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანაში, კომპანია ასევე, ფლობს და ანვითარებს ელექტრო მანქანების დამტენების ქსელს საქართველოში.

 

„E-SPACE“ გეგმავს თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში 100 მდე საჯარო დამტენის, ხოლო ძირითად გზატკეცილებზე რამდენიმე სწრაფი დამტენის დამონტაჟებას.

 

„E-SPACE“-ის ქსელში უკვე 70-ზე მეტი ქალაქის დამტენია, რომელთა მოხმარება ელექტრომობილის მფლობელებისთვის ჯერ კიდევ უფასოა. 

 

დამტენები საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლისთვის კომფორტულ ადგილებშია განთავსებული  – სავაჭრო ცენტრების, სუპერმარკეტების, გასართობი ცენტრების, რესტორნების, ავტოგასამართი სადგურების, სასტუმროების და ა.შ. მიმდებარედ.

 

ასევე,  ძირითად გზატკეცილებზე დამონტაჟებულია 7 სწრაფი დამტენი. სწრაფი დამტენის ტარიფის ნახვა შესაძლებელია „e-space“-ის აპლიკაციაში, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მარტივად, ტელეფონით შეძლონ დატენვის პროცესის კონტროლი.  მისი გამოყენებით მანქანის მფლობელს შეუძლია ნახოს დამტენი რუკაზე, შეამოწმოს მიმდებარე ობიექტის შესახებ ინფორმაცია, აკონტროლოს დატენვის პროცესი, ნახოს რამდენია ხარჯი და გადაიხადოს ბარათის საშუალებით.

 

„Helios energy Georgia“: კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს მზის ენერგიის გამოყენებას და პოპულარიზაციას. ერთ წელზე მეტია, რაც „Helios Energy“ საქმიანობას შეუდგა და წარმატებით განახორციელა ათობით პროექტი. კომპანიას ჰყავს გერმანელი პარტნიორები, რომლებიც „Helios Energy“-ის უზიარებენ ევროპული ხარისხის ცოდნას და გამოცდილებას და მეტიც, ისინი დაინტერესებული არიან ქართულ ბაზარზე უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი და დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში დაეხმარონ მის ქართველ კოლეგებს.

 

„e-space“ ამ კომპანიის 20% წილის მფლობელია. ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალებით გავუწიოთ პოპულარიზაცია ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებს და გავუზიაროთ პრაქტიკა დაინტერესებულ პირებს.

 

კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში ელექტრომობილების ქსელის შექმნა:

 

  • ელექტრომობილების პოპულარიზაცია
  • ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება
  • თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა
  • ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაში წვლილის შეტანა.

 

 

https://www.energyglobe.info/georgia2019?cl=en&id=21258

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner