logo_geo
eng_logo
„იულია ლატინინას დიაგნოზმა ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“ გააღიზიანა“
- +

2 ნოემბერი. 2019. 19:47

 

 

„ამ გულისამრევი ქალისგან ცრუ კერპის შექმნა, როგორც დემოკრატიული და კეთილგანწყობილი „კარგი რუსეთის“ სახისგან, კი იყო 9 წლიანი მმართველობის სამარცხვინო ლაქა“, - ასე ეხმიანება  სოციალურ ქსელში ტვ „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტის და პუბლიცისტის იულია ლატინინას ინტერვიუს.

 

„ვისაც ეს ძალიან ჭკვიანი ეგონა, ენის ჭარტალი „ჭკვიანური გვარების“ ხსენებით და აპლომბით დასკვნების კეთება - ჭკუის დასტური, მან მხოლოდ საკუთარი უჭკუობა, განათლების მძიმე ვაკუუმი და ღრმა პროვინციალიზმი (თან, რუსული ცენტრიდან ათვლით) დაადასტურა“, - წერს გვარამია.

 

ინტერვიუში  იულია ლატინინა მიხეილ სააკაშვილს „თავისი თავის პაროდიას“ უწოდებს და ამბობს, რომ უწინდელ სააკაშვილსა და ამ სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა.

 

„მათ შორის დიდი განსხვავებაა - უწინდელ სააკაშვილსა და ამ სააკაშვილს შორის. ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია.  ჩემთვის ეს გასაოცარია. ის სააკაშვილი ნამდვილად იყო იმ უმრავლესობის ლიდერი, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით მაინც. უკრაინაში კი, შეიძლება ითქვას, მხოლოდ თავის თავს წარმოადგენდა“, - აცხადებს ლატინინა.

 

 

 

https://www.youtube.com/watch

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner